მარკიზიო "მონაკოში" ითამაშებს

20-08-2018, 19:06

32 წლის იტალიელი ფეხბურთელი, კლაუდიო მარკიზიო, საფრანგეთში ჩავიდა. "Football-Italia"-ს ინფორმაციით, "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, "მონაკოს" რიგებში ჩაირიცხება. 

უცხოური მედია ირწმუნებოდა, რომ მარკიზიოს შეთავაზება "MLS"-ის გუნდებიდანაც ჰქონდა, მაგრამ მან ევროპაში დარჩენა გადაწყვიტა. გეტყვით, რომ კლაუდიო "ბიანკონერის" აღზრდილია. 

კლაუდიო მარკიზიო ტურინელების ღირსებას 2006-2018 წლებში იცავდა და მათთან ერთად, შვიდჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ოთხჯერ ქვეყნის თასი მოიგო და სამჯერ – სუპერთასი. ჰავბეკი, გუნდთან ერთად, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით