კლოპი:"ცოტაც და კარიუსის გამო ალისონის ტრასნფერს გავაუქმებდი"

20-08-2018, 20:53

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გუნდის მეკარეებზე ისაუბრა და ერთი სათქმელი გაგვანდო.

"ხალხი კვლავ ლანძღავს კარიუსს და ეს ძალიან ცუდია.  იცით მის მხარდასაჭერად რას ვაპირებდი? ალისონის ტრანსფერის ჩაშლას, თუმცა საბოლოოდ გადავიფიქრე. ბრაზილიელ მეკარეს მაინც შევიძენდით, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეს ლორისთან არაფერ შუაშია".

"შეცდომები ყველას მოსდის, როგორც უკვე ათასჯერ გითხარით, უშეცდომო არავინაა. ცხოვრებაში შესაძლოა ბევრად უარესი შეცდომა დაუშვა და ეს უბრალოდ გოლის გაშვებას არ უკავშირდებოდეს. ამისგან დაზღვეულები არავინ ვართ, ამიტომაც გაანებეთ თავი გერმანელ მეკარეს".

"იგი 25 წლისაა და მისი კარიერის პიკი ახლა იწყება, ასე რომ აუცილებელია თავისი თავის რწმენა იპოვნოს, კრიტიკა კი მას ხელს ნადმვილად ვერ შეუწყობს", - განაცხადა კლოპმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყენიამ სადებიუტო გოლი შეაგდო

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით