აზარის ულტიმატუმები "ჩელსის"

21-08-2018, 20:37

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი ედენ აზარი  ძალიან ახლოს იყო  კლუბის დატოვებასთან, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ბელგიელი კვლავ "არისტოკრატების" რიგებშია.

აზარმა კლუბს ულტიმატუმი წაუყენა და უთხრა, რომ იმ შემთხვევაში გაახანგრძლივებს კონტრაქტს, თუ ხელფასი  გაუმჯობესებული ექნება და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდება.

ბელგიელს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად მისი თანხა მომავალი წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს შედარებით ნაკლები იქნება, ამიტომაც კლუბმა რაღაც უნდა იღონოს.

ახლანდელი პირობები ედენს არ აკმაყოფილებს და თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, კლუბის დატოვება მოუწევს.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით