ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეო-რეფერის დამატება იგეგმება

22-08-2018, 14:16

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეო-რეფერის წესის შემოღებას გეგმავს.

როგორც ცნობილია, UEFA-ს წარმომადგენლები აღფრთოვანებული არიან მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიდეო-მსაჯის მუშაობით და გეგმავენ, რომ აღნიშნული ტექნოლოგია ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალიდან დაემატოს ტურნირს.

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში ვიდეო-რეფერის წესს ბუნდესლიგისა და სერია ა-ს შეხვედრებში იყენებდნენ. მიმდინარე წლიდან იგი ლა ლიგის ტურნირსაც დაემატა.

ყველაფერთან ერთად, როგორც ცნობილია ეს ტექნოლოგია ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზეც იმუშავებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით