სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის 5 მთავარი ფავორიტი დაასახელა

22-08-2018, 15:56

ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლის სეზონის დაწყებამდე რამდენიმე რჩება. რამდენიმე წამყვან ჩემპიონატში უკვე დაიხურა სატრანსფერო ფანჯარა, ესპანეთში, საფრანგეთში  და გერმანიაში კი 9 დღეღა დარჩათ. ამ ყველაფრის პარალელურად უკვე დაიწყო საუბრები ლიგის ფავორიტების შესახებ.

საინტერესოა, რომ სუპერკომპიუტერმა, რომელიც სხვადასხვა მონაცემების გათვალისწინებით სავარაუდო ჩემპიონებს ადგენს, ახალი სეზონის ფავორიტად კატალონიის "ბარსელონა"   დაასახელა.

პროგრამის მიხედვით, "იუვენტუსი", რომელმაც შემადგენლობა ყველაზე მეტად გააძლიერა, მეორე ნომერ ფავორიტად მიიჩნევა. მოქმედი ჩემპიონი მადრიდის "რეალი" კი მხოლოდ მე-4 ადგილს დასჯერდა.

5. "ბაიერნი"
4. "რეალ მადრიდი"
3. "პარი სენ-ჟერმენი"
2. "იუვენტუსი"
1. "ბარსელონა"




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით