ჩეფერინი: "კაშიამ სამაგალითო საქციელი ჩაიდინა"

22-08-2018, 17:09

უეფამ გურამ კაშიას Equal Game-ის ჯილდო გადასცა. აღნიშნული პრიზის გადაცემის შემდეგ, ევროპული ფეხბურთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა კომენტარი გააკეთა.

"მინდა მივულოცო გურამ კაშიას აღნიშნული ჯილდოს მიღება. მან დიდი ნაბიჯი გადადგა, როდესაც LGBT პირებს მხარდაჭერა გამოუცხადა და თანასწორობას მიემხრო. კაშიამ თავისი ტოლერანტობით, საკითხის აღქმაში საქართველოს მოსახლეობის ნაწილს მნიშვნელოვნად დაეხმარა", – განაცხადა ჩეფერინმა. 

შეგახსენებთ, კაშიამ "ვიტესის" რიგებში ლგბტ-ს წარმომადგენლებს მხარდაჭერა გამოუცხადა. რის გამოც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით