"ლუდოგორეცის" მწვრთნელი: "საქართველოში მოსაგებად ვართ"

22-08-2018, 18:54

ქუთაისის "ტორპედო" ხვალ, 23 აგვისტოს უეფას ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ბულგარულ "ლუდოგორეცს" თბილისში, "მიხელ მესხის" სახელობის სტადიონზე 20:00-ზე დაუხვდება.

მატჩის წინ "ლუდოგორეცის" მთავარმა მწვრთნელმა პაოლო აუტუორმა ჟურნალისტების კითხვებს "მიხეილ მესხის" საპრესკონფერენციო დარბაზში უპასუხა.

"პატივს ვცემთ ქუთაისის "ტორპედოს", თუმცა საქართველოში მოსაგებად ჩამოვედით და ხვალ სასურველი შედეგის დაფიქსირებას ვეცდებით".

"ამ მომენტისთვის ყველა ფეხბურთელი მზადყოფნაშია, საქართველოში საბრძოლო შემადგენლობით ვართ ჩამოსულები. "ტორპედოს" წინა შეხვედრები გავარჩიეთ, ბიჭებს კონკრეტული გეგმა აქვთ და მას უნდა მიყვნენ", - განაცხადა აუტუორმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით