ჩხეტიანი: "ყველა ფეხბურთელი მწყობრშია"

22-08-2018, 23:12

ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა მედიასთან "ლუდოგორეცთან" მატჩამდე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, რიონისპირელები საშინაო მატჩისთვის მზად არიან. 

"ეს თამაში თავისი მნიშვნელობით ყველასგან განსხვავებულია. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და თითოეული მათგანი მზადაა, მოედანზე გამოვიდეს და თავისი მაქსიმუმი დადოს. "ლუდოგორეცი" ძლიერი გუნდია, კარგი შემტევი ფლანგები ჰყავს, მაგრამ რაც ვნახეთ, დასკვნით ფაზაში ძალიან უჭირთ. ვნახოთ, რა იქნება... ჩვენ თავს არ დავზოგავთ!"

"ფეხბურთელებმა უკვე ნახეს, გამოცადეს ძალები და თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ შესწევთ ძალა მსგავსი გუნდების დამარცხების. ასე რომ...", განაცხადა ჩხეტიანმა. 

შეგახსენებთ, ჩვენებურები დღეს 20:00 საათზე მიხეილ მესხის არენაზე ბულგარულ კლუბს დაუპირისპირდება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით