აითორი: "ტორპედო" კარგი გუნდია, მაგრამ..."

23-08-2018, 09:31

ქუთაისის "ტორპედოსთან" ევროპა ლიგის ფლეი-ოფის პირველი ტურის მატჩამდე, "ლუდოგორეცის" მთავარმა მწვრთნელმა, პაულო აითორიმ კომენტარი გააკეთა. 

"ჩვენი გუნდი მზადაა ფიზიკურადაც და მენტალურადაც. მეტოქეს პატივს ვცემ, თუმცა ხვალინდელ მატჩში სასურველი ანგარიშის დასაფიქსირებლად ვიბრძოლებთ. რაც ყველაზე მთავარია, "ლუდოგორეცი" ოპტიმალური შემადგენლობითაა და ტრავმირებული მოთამაშეები არ გვყავს.

"ტორპედოს" წინა თამაშებს ვუყურეთ და მათ კარგი გუნდი ჰყავთ, თუმცა ჩემმა ბიჭებმა აუცილებლად უნდა შეასრულონ ის დავალება, რასაც მატჩის წინ მივცემ", - განაცხადა "ლუდოგორეცის" თავკაცმა. 

შეგახსენებთ, რომ "ტორპედოსა" და "ლუდოგორეცის" მატჩი დღეს თბილისის დროით, 20:00 საათზე, გაიმართება. 



  • Joe Hart
  • 23 აგვისტო 2018 12:45
წინასწარ ილაპარაკეთ რომ გაგანადგურებთ ნახავთ მერე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით