კოშტა და პედრო "პსჟსთან" სათამაშოთ მზად არიან

8-03-2016, 18:29

ლონდონის "ჩელსის" გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, დიეგო კოშტა და პედრო გამოჯანმრთელდნენ და "პსჟსთან" სათამაშოთ მზად არიან. დიეგო კოშტამ პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "სტოკ სიტისთან" თამაშის დროს, რომელიც 1-1 დასრულდა, მიკრო ტრავმა მიიღო, თუმცა დღეს დადასტურდა, რომ ესპანელი ფორვარდი თავს მზადყოფნაში გრძნობს. რაც შეეხება პედროს, მან "საუთჰემპტონთან" წინააღმდეგ თამაშისას მიიღო ტრავმა, თუმცა "პსჟსთან" სათამაშოთ უკვე მზადაა. ერთადერთი პრობლემა ჯონ ტერია, რომელიც თავს კარგად კვლავ ვერ გრძნობს და ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ პირველ დაპირისპირებაში გამარჯვება ფრანგებს დარჩათ (2-1).



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით