ქუთაისის "ტორპედო" "ლუდოგორეცთან" დამარცხდა

23-08-2018, 22:10

დღეს, თბილისის დროით, 20:00 საათზე, ქუთაისის "ტორპედომ" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს უმასპინძლა.

რიონისპირელებმა შეხვედრა ბულგარელებთან მინიმალური ანგარიშით დათმეს (0:1). ერთადერთი გოლი 46-ე წუთზე ვანდერსონმა გაიტანა. 

კახა ჩხეტიანის შეგირდებმა 90 წუთის განმავლობაში შეხვედრის გადარჩენა ვერ შეძლეს. გეტყვით, რომ გამეორებითი შეხვედრა ერთ კვირაშია ჩანიშნული. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით