"ლუდოგორეცის" მწვრთნელის კომენტარი "ტორპედოს" დამარცხების შემდეგ

23-08-2018, 22:18

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფას ევროპის ლიგის მე-4 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, რომელშიც ქუთაისის "ტორპედო" რაზგრადის "ლუდოროგრეცთან" დამარცხდა ანგარიშით 0-1.

შეხვედრის შემდგომ ბულგარელთა მთავარმა მწვრთნელმა, პაულო აუტუორმა ჩატარებული მატჩი შეაფსა.

"ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას, "ტორპედოს" კი კარგად ჩატარებულ შეხვედრას."

"ჩვენ კიდევ არაერთი მომენტი გვქონდა სადაც შეგვეძლო გატანა, თუმცა მეტოქე გუნდის კიპერის კარგი თამაშის წყალობით ეს ვერ მოხერხდა."

"თავდაპირველად ვერ მოვახერხეთ ბურთზე კონტროლი, თუმცა შესვენების შემდგომ სიტუაცია შეიცვალა, რამაც საბოლოოდ გამარჯვება განაპირობა."

"გასულ უქმეებზე ჩვენს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს ვეთამაშეთ, სწორედ ამან განაპირობა დღეს "ლუდოგორეცის" მიერ დაბალ ტემპში ჩატარებული შეხვედრა." - განაცხადა ბულგარელთა მთავარმა მწვრთნელმა.


დღის ყველაზე ნახვადი


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით