კახა ჩხეტიანი: "წაგება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრდა"

23-08-2018, 22:28

ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა "ლუდოგორეცთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

"მადლობა მინდა მოვუხადო ბიჭებს. ცუდი თამაში არ ჩაგვიტარებია. წაგება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრდა. მარცხი შეიძლება კარგიც იყოს, რადგან ბულგარეთში გავიხსნებით, რადგან გოლი გვაქვს გასატანი. ფეხბურთელების დაღლის მიზეზი ხშირი მოგზაურობა არის. გოლი გვჭირდება და დარწმუნებული ვარ ჩემს ფეხბურთელებში. მადლობა გულშემატკივრებს და უფლის მადლით ყველაფერი შესაძლებელი იქნება", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

შეგახსენებთ, რომ "ტორპედო" ბულგარელ მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა (0:1).



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით