ევროპის ლიგის ახალმა ჰიმნმა პირველად თბილისში გაიჟღერა

23-08-2018, 23:34

დღეს გაიმართა უეფას ევროპის ლიგის მე-4 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, რომელშიც ქუთაისის "ტორპედომ" რაზგრადის "ლუდოგორეცს" უმასპინძლა და ანგარიშით 0-1 დამარცხდა.

საინტერესოა, რომ ევროპის ლიგის გათამაშებას მიმდინარე სეზონიდან ახალი ჰიმნი აქვს. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ჰიმნი პირველად თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაჟღერდა. თუმცა, სამწუხაროდ, იგი ჩვენი გუნდისთვის იღბლის მომტანი არ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა კახა ჩხეტიანის გუნდს ერთი კვირის შემდგომ უწევს. ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად კი ქუთაისელებს მინიმუმ ერთბურთიანი გამარჯვება სჭირდებათ.


 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით