დოლიძე დოპინგ-ტესტზე შეამოწმეს

23-08-2018, 23:46

დღეს გაიმართა უეფას ევროპის ლიგის მე-4 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, რომელშიც ქუთაისის "ტორპედომ" რაზგრადის "ლუდოგორეცს" უმასპინძლა და ანგარიშით 0-1 დამარცხდა.

შეხვედრის შემდგომ უეფას წარმომადგენლებმა ქუთათურების ვეტერანი ნახევარმცველი, გრიგოლ დოლიძე დოპინგ-ტესტზე წაიყვანეს. შემოწმების პასუხი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ხსენებულ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი ერთი კვირის შემდგომ, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩემპიონთა ლიგაზე "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით