ჟორჟ ვეამ არსენ ვენგერი დააჯილდოვა

25-08-2018, 13:08

ლონდონის "არსენალის" ყოფილი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ლიბერიის პრეზიდენტის, ჟორჟ ვეას საფეხბურთო კარიერაში შეტანილი წვლილისათვის ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვეს. 

გეტყვით, რომ აღნიშნული ჯილდო ფრანგ სპეციალისტს თავად ვეამ გადასცა. შეგახსენებთ, 51 წლის ოქროს ბურთის მფლობელი, რომელიც წლების განმავლობაში "არსენალის", "მილანის", "მონაკოსა" და "ჩელსის" რიგებში ასპარეზობდა ლიბერიის პრეზიდენტი 2017 წლის დეკემბერში გახდა.

საგულისხმოა, რომ მან არჩევნებში 73 წლის ვიცე-პრეზიდენტი იოზეფ ბოკაი დაამარცხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე მომავალთან დაკავშირებით: "ახლა ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია"

დაგვიმეგობრდით