"რეალს" ყველაზე მეტად მბაპე სურს, აზარი გეგმა ბე არის

26-08-2018, 15:03

საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, "რეალს" კი ჯერ კიდევ არ უშოვნია რონალდუს შემცვლელი.

როგორც კლუბი აცხადებს, მათი მთავარი სამიზნე კილიან მბაპეა, რომელიც "პსჟ"-ში ირჯება, მასთან თუ არაფერი გამოუვათ, მაშინ "ჩელსის" გარემარბ აზართან შეეცდებიან თანამშრომლობას.

მათ გარდა "სამეფო კლუბს" ნეიმარს, კეინს, იკარდის და კიდევ უამრავ თავდამსხსმლს უკავშრებდნენ, თუმცა მადრიდელები მხოლოდ ამ ორ ტრანსფერზე მუშაობენ.

მბაპეს პასუხი ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ იგი ბავშვობაში "ლოს ბლანკოს" გულშემატკივრობდა, ახლა კარიერის გაგრძელება კვლავ პარიზში სურს. რაც შეეხება ბელგიელ ფეხბურთელს, აზარის მამამ განაცხადა, რომ არ იცის რატომ არ თანხმდება თავისი შვილი ესპანურ გრანდში გადასვლას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით