რატომ გააუქმა გურამ კაშიამ "ფეისბუქის" გვერდი?!

28-08-2018, 11:42

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და ამერიკული "სან ხოსეს" ახალწვეულმა გურამ კაშიამ ყველასთვის მოულოდნელად "ბეისბუქზე" თავისი ოფიციალური გვერდი გააუქმა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ფეხბურთელს განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ქმედება იმ აგრესიას უკავშირდება, რომელიც ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელის მიმართ ვლინდება. 

მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მის მიმართ ქართულ საზოგადოებაში "ლგბტ" პირების სამკლაურის გაკეთების გამო დიდი წინააღმდეგობა გაჩნდა. ახლა კი გერმანელი ფეხბურთელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა აქტუალური (იხილეთ: "ვოლსბურგის" ფეხბურთელმა ლგპტ-ს ფერებში გადაწყვეტილი სამკალური იუარა )
 
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მცველმა "ინსტაგრამის" გვერდიც დახურა და მისი ფოტოები საჯარო მასისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით