მარსელინო: "ბარსასთან" დაპირისპირება ყოველთვის მნიშვნელოვანია"

7-10-2018, 12:49

დღეს, თბილისის დროით 22:45-ზე "ბარსელონა" "ვალენსიას" "მესტალიაზე" დაუპირისპირდება. ამ მატჩზე ვრცლად ისაუბრა "ღამურების" თავკაცმა  მარსელინომ და განაცხადა, რომ მესის შეჩერებას ყველა ხერხით შეეცდება

"მე ყოველთვის მინდა მოვიგო. ეს მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა 2 დიდ გუნდს შორის და ვფიქრობ, რომ შეხვედრა საკმაოდ დაბული გამოვა. ჩვენთვის "ბარსელონასთან" გამარჯვება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა".

"მესისთან თამაში ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ შევეცდებით მის შეჩერებას დაცვისა და გუნდურობის ხარჯზე".

"დამერწმუნეთ, ჩვენ ფანების დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება, ისინი შეგვმატებენ მოტივაციას და გამარჯვების შანსებს ერთი ორად გაზრდიან".

"მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე ფეხბურთელები ისედაც მოტივირებულნი არიან, რაც ძალიან მახარებს".

"უნდა ველოდეთ იმავე "ბარსას" რაც იყო "ტოტენჰემთან" რამდენიმე დღის წინ, მაგრამ "ვალენსიას" უნდა იყოს კონკურენტუნარიანი და მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს", - განაცხადა მარსელინიომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით