სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად რონალდო დასახელდა

30-08-2018, 20:57

დღეს გაიმართა უეფას გალა-დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს.

წლის საუკეთესო თავდამსხმელად მადრიდის "რეალის" ყოფილი და ტურინის "იუვენტუსის" ამჟამინდელი ერთ-ერთი ლიდერი, კრისტიანო რონალდო დასახელდა.

33 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში "სამეფო კლუბთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გარდა ამისა, იგი ტურნირის ბომბარდირიც გახდა.

შეგახსენებთ, რომ დანარჩენ პოზიციებზეც ტიტულები მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა, კეილორ ნავასმა, სერხიო რამოსმა და ლუკა მოდრიჩმა მოიგეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით