სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მოდრიჩი დასახელდა

30-08-2018, 21:20

დღეს გაიმართა უეფას გალა-დაჯილდოვება, რომელშიც გასული სეზონის საუკეთესოები გამოავლინეს.

საუკეთესო მეკარედ კეილორ ნავასი დასახელდა, მცველად - სერხიო რამოსი, ნახევარმცველად - ლუკა მოდრიჩი, თავდამსხმელის ტიტული კი კრისტიანო რონალდოს ერგო.

რაც შეეხება სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს, ეს ჯილდო ხორვატ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს ერგო.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ნახევარმცველმა კლუბთან ერთად გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ნაკრებში კი მუნდიალის ფინალში მოახერხა გასვლა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით