"მას ოვაციებით უნდა შეხვდეთ"

30-08-2018, 23:40

დღეს გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდებიან.

G ჯგუფში ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ორი გამორჩეული გუნდი, მადრიდის "რეალი" და "რომა" მოხვდა. იტალიელები ამ ფაქტს საინტერესოდ გამოეხმაურნენ.

კერძოდ, რომაული გუნდის ოფიციალურმა თვითერმა გამოაქვეყნა შემდეგი სახის პოსტი: "ველით ფეხზე წამომდგარ ოვაციებს მატჩამდე, სანტიაგო ბერნაბეუზე." პოსტის ქვემოთ კი მანოლასის მიერ "ბარსას" კარში გატანილი გოლი არის ნაჩვენები.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "რომამ" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მადრიდის "რეალის" მოსისხლე მტერი, კატალონიის "ბარსელონა" სწორედ მანოლასის
მიერ გატანილი გოლის წყალობით გამოაგდო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით