UEFA-მ გურამ კაშიას ვიდეო მიუძღვნა

30-08-2018, 23:47

დღეს UEFA-მ გურამ კაშია ოფიციალურად დააჯილდოვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ ახლადდაწესებული პრიზი, #EqualGame-ის ჯილდო მიიღო,რომელიც ლგბტ თემის ღიად მხარდაჭერისთვის დაიმსახურა

UEFA-მ ამასთან დაკავშირებით გურამ კაშიას ვიდეო მიუძღვნა

ვიდეოში ვგებულობთ,რომ :

“ქართველი ცენტრალური მცველი “ვიტესის“ კაპიტანი იყო“

“გურამ კაშია გუნდის ლიდერი იყო მოედანზე და მოედნის გარეთ“

“ასევე ის ორჯერ დასახელდა (2013,2014) წლებში საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად“

“მას უარი არ უთქვამს LGBT პირთა უფლებების მხარდაჭერაზე და გაიკეთა “ცისარტყელა“ სამკლაური“

“თუმცა,საქართველოში საზოგადოების ნაწილმა ის გააკრიტიკა,ზოგიერთი მათგანი მის ნაკრებიდან მოკვეთასაც კი ითხოვდა“

“კაშია არ ნანობდა ამ გადაწყვეტილებას და აცხადებდა,რომ “მე მჯერა,რომ ყველანი თანასწორები ვართ,არ აქვს მნიშნველობა ვინ გიყვარს,რისი გწამს ან ვინ ხარ““

UEFA-მ ამ სიმამაცის გამო ის #EqualGame-ს პრიზით დააჯილდოვა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით