ანჩელოტიმ მედიასთან თავისი სურვილი გაამჟღავნა

31-08-2018, 10:57

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "DAZN"-სთან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"მილიკი თუ შევჩენკო? ამჟამად მილიკი უკეთესია, რადგან შევა უკვე ასაკშია. არკადიუშს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ იმდენად კარგი თავდამსხმელი იქნება, როგორიც შევჩენკო იყო."

"სერია ა შესანიშნავი ჩემპიონატია, "ნაპოლის" მწვრთნელობა კი დიდი პატივი. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა იმედს გამოვთქვამ, ჯგუფური ეტაპის დაძლევას შევძლებთ". - აცხადებს ანჩელოტი

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში "ლივერპულთან", "რედ სტართან" და "პსჟისთან" ერთადაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით