"ტორპედოს" ქომაგები სტადიონიდან გააძევეს

31-08-2018, 17:45

გუშინ გაიმართა უეფას ევროპის ლიგის განმეორებითი შეხვედრა, რომელშიც რაზგრადის "ლუდოგორეცმა" შინ ქუთაისის "ტორპედოს" სძლია ანგარიშით 4:0.

სამწუხაროდ, მატჩის მიმდინარეობისას საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, შეხვედრის მსვლელობისას სტადიონიდან ქუთაისელი ქომაგები გააძევეს.

როგორც ცნობილია, პირველი გოლის შემდგომ ტრიბუნებზე არეულობა დაიწყო. ქართველი ქომაგები რაზგრადელების საცემად იწეოდნენ, ინციდენტი კი პოლიციამ აღკვეთა და ქუთაისელები სტადიონიდან გააძევა.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედომ" საბოლოოდ შეხვედრა 4:0 დათმო, ორი მატჩის ჯამში კი 5-0 დამარცხდა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ვერ მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით