უეფაში მესამე ევროტურნირის დაარსება დაგეგმეს

1-09-2018, 16:46

როგორც ავტორიტეტული გამოცემა "Bild"-ი იტყობინება, უეფა ახალი ევროტურნირის დაარსებას აპირებს, რომელიც ჩემპიონთა და ევროპა ლიგების შემდეგ რანგით მესამე დივიზიონი იქნება.

გერმანული გამოცემა ახალი  ტურნირის სახელწოდებას არ ასახელებს, მაგრამ ცნობილია, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ახალი ლიგის დაარსებას 2021 წისთვის გეგმავს.
 
ასევე ცნობილია, რომ ტურნირში 32 გუნდი ითამაშებს. ასეთ შემთხვევაში, ევროპა ლიგა 48 მონაწილიდან 32-მდე შემცირდება. გათავისუფლებული 16 ადგილი მესამე ევროტურნირზე გადანიწლდება, ხოლო  მეორე ნახევარს სხვადასხვა ქვეყნების  საფეხბურთო ჩემპიონატები შეავსებენ.

შეგახსენებთ, რომ უეფას 1999 წლამდეც ჰქონდა მესამე ევროტურნირი- თასების მფლობელთა თასის გათამაშება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით