ჩეფერინი: "რონალდოს გადაწყვეტილება მეც ცოტა ხნით ადრე შევიტყვე"

1-09-2018, 20:37

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გამართულ ღონისძიებაზე უეფამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დაასახელა. მეორე ადგილზე გასული კრიშტიანუ რონალდუ კი, ყველასთვის მოულოდნელად, დაჯილდოვებაზე არ გამოცხადდა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა.

"თქვენ მეკითხებით ვიცოდი თუ არა, რომ რონალდუ დაჯილდოვებაზე მოსვლას არ აპირებდა? რა თქმა უნდა, პასუხი იმაზე თუ რატომ არ გამოცხადდა პორტუგალიელი ფეხბურთელი ცერემონიაზე მხოლოდ მას შეუძლია პასუხი გაგცეთ.  ველოდით კრიშტიანუს, მაგრამ დაჯილდოვების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ტურინული კლუბიდან, "იუვენტუსიად" მოვიდა შეტყობინება, რომ რონალდუ არ მოვიდოდა".-განაცხადა  Corriere dello Sport-თან საუბრისას ჩეფერინმა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ცნობილმა ტელეარხმა "ESPN"-მა რონალდუს ცერემონიალზე არგამოცხადების მიზეზად ის დაასახელა, რომ პორტუგალიელმა მონაკოში გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტყო ჯილდოს მფლობელის ვინაობა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით