"სამეფო კლუბის" ფეხბურთელებს პერესი დააჯილდოვებს

1-09-2018, 21:58

მოგეხსენებათ უეფას დაჯილდოვებაზე ჩასული "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები შინ დიდი პრიზებით დაბრუნდნენ. 

წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო ნახევარმცველის სტატუსი ლუკა მოდრიჩიმ მიიღო. სერხიო რამოსი წლის საუკეთესო მცველი, ხოლო კეილორ ნავასი საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

მადრიდის "რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გუნდის ფეხბურთელებს წარმატება მიულოცა: "ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი წარმატებაა. მოხარული ვარ, რომ ყველა მნიშვნელოვანი ჯილდო ჩვენმა ბიჭებმა მიიღეს. მადლობა მათ. "რეალის" მმართველ საბჭოში გადავწყვიტეთ, რომ ისინი ფულადი ბონუსებით დავასაჩუქროთ", - ამბობს პერესი.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა თანხას მიიღებენ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი პრიზიორები "სამეფო კლუბისაგან".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით