• 21-08-2023
    ეკატერინე გორგოძე პოლონეთის ღია პირველობის გამარჯვებულია
    ეკატერინე გორგოძე პოლონეთის ღია პირველობის გამარჯვებულია

    ქართველო ჩოგბურთელი, ეკატერინე გორგოძე პოლონეთში გამართულ ვროცლავის ღია პირველობის გამარჯვებულია.

    ეკატერინემ ITF-8ს 40-იან ტურნირზე წყვილთა თანრიგში სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩთან ერთად იმარჯვა.

    ფინალში ქართულ-სლოვენიური დუეტი მასპინძლებს დარია კუჩერისა და ვერონიკა ევალდს დაუპირისპირდა და 6:4, 4:6, 10:7 მოუგო.

    ცნობისთვის, 31 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ თავის კარიერაში 57-ე ტიტული მოიპოვა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები