• 21-08-2023
    საქართველოს 17-წლამდე ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
    საქართველოს 17-წლამდე ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

    პოლონეთის ქალაქ ვარშავაში, 17-წლამდე ნაკრებებს შორის საერთაშორისო თასი იმართება.

    სირენკას სახელობის თასზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებიც იღებს მონაწილეობას.

    საქართველოს 17-წლამდე ნაკრები რუმინეთს ესტუმრა და ანგარიშით 3:1 დამარცხდა.

    ქართველების მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ახალგაზრდა შემტევი, ვახო სალია გახლდათ.

    საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 22 აგვისტოს პოლონეთს დაუპირისპირდება, 24 აგვისტოს კი უელსს შეხვდება.

    Facebook კომენტარები