• 21-08-2023
    ჩავი: "ანგარიში 4:1 ან 5:1 უნდა ყოფილიყო"
    ჩავი: "ანგარიში 4:1 ან 5:1 უნდა ყოფილიყო"

    "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "კადისთან" მოგებული მატჩი შეაფასა.

    "ვფიქრობ, მატჩის საბოლოო ანგარიში 4:1 ან 5:1 უნდა ყოფილიყო.

    გიუნდოგანი გუნდის საძირკველია. მას "ბარსელონას" დნმ აქვს, არასდროს კარგავს ბურთს, თამაშში გარდატეხა შეაქვს და ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს.

    ფრენკი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მომმარაგებელია და ეს "ხეტაფესთან" ძალიან გვაკლდა.

    ლამინე იამალმა შესანიშნავად ითამაშა. თავისი ასაკისთვის ის ძალიან დაღვინებულია და გვჯერა, რომ განსხვავების შექმნა შეუძლია. მის პერფომანსს დასაგვირგვინებლად გოლი დააკლდა.

    რთული მატჩი გამოდგა, თუმცა ანგარიში უფრო ადრე უნდა გაგვეხსნა," - თქვა 43 წლის სპეციალისტმა.

    შეგახსენებთ, რომ ჩავიმ მატჩს თვალი ტრიბუნიდან მიადევნა, რისი მიზეზიც ლა ლიგის პირველ ტურში მიღებული წითელი ბარათი გახლდათ. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცი დააკლდება "ვილიარეალის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრასაც.

    Facebook კომენტარები