ზიდანმა ტრიუმფები გაიხსენა

5-09-2018, 21:31

ზინედინ ზიდანმა უეფას პრესსამსახურთან ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას, თუ რომელი ჩემპიონთა ლიგის მოგებით ამაყობს ყველაზე მედად.

"რთულია ვთქვა, თუ  სამიდან რომელი ჩემპიონთა ლიგის მოგებით ვარ ყველაზე ამაყი. სამივე გამარჯვება წარმოუდგენლად დიდებული იყო. ისინი განსაკუთრებულნი არიან და ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავთ".

"მოგეხსენებათ, პირველი გამარჯვება მწრთვნელის რანგში ჩემთვის სადებიუტო სეზონში მოვიპოვე. ეს საოცრად ამაღელვებელი იყო".

"მეორე - ძალიან რთული და ამავდროულად ძალიან სიმბოლური გამოდგა, რადგან "ბებერ ქალბატონს" დავუპირისპირდით და შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩავატარეთ. მემამეს კი შესაძლოა ჩემი "რეალში" მუშაობის გვირგვინი ვუწუდო".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით