პრემიერლიგაში აგვისტოს საუკეთესოები გამოარჩიეს

7-09-2018, 15:12

ინგლისის პრემიერლიგაში აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო მწვრთნელი დაასახელეს.

გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის "ტოტენჰემის" ბრაზილიელი გარემარბი, ლუკას მოურა დასახელდა. 26 წლის შემტევმა გუნდთან ერთად 4-დან 3 მატჩი მოიგო, თავად კი 3 გოლის გატანა მოახერხა და წარმატებაში ლომის წილი შეიტანა.

მოურამ აღნიშნული ჯილდოს მოსაპოვებლად მარკოს ალონსოს, ნილ ეტერიჯის, სადიო მანეს, ბენჟამინ მენდის, ვირჯილ ვან დიკსა და რობერტო პერეირას აჯობა.

რაც შეეხება თვის საუკეთესო მწვრთნელს, ეს ჯილდო ხავიერ გარსიამ მოიპოვა. მისმა დამოძღვრილმა "ვოტფორდმა" აგვისტოში 4-დან 4-ვე შეხვედრა მოიგო და ცხრილის სათავეშიც მოექცა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით