კობიაშვილმა ქომეგებს თხოვნით მიმართა

9-09-2018, 15:08

მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები, თბილისის დროით 20:00 საათზე, "დინამო არენაზე"  ლატვიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ლევან კობიაშვილმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდნენტმა სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა და გულშემატკივარს მიმართა.

"მოგესალმებით ყველას.

 მოგეხსენებათ, დღეს არის ერთა ლიგის კიდევ ერთი მატჩი, ლატვიას წინააღმდეგ და ეს არის ჩვენი ნაკრებისთვის, ფეხბურთის თითოეული გულშემატკივრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში. ჩვენმა ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა ყაზახეთში, რის შემდეგაც წარმატებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ.

 
ყველა გულშემატკივარს ვთხოვ, მობრძანდეთ, უქომაგოთ ნაკრებს, დაიცვათ სიმშვიდე, არ დაუშვათ ისეთი ქმედებებში ჩართვა, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენს ნაკრებზე, თამაშის ხარისხზე ან მატჩის მიმდინარეობაზე, რათა ნამდვილად გამოვიყენოთ ეს შანსი და შევძლოთ კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ ჩვენი ყველას ერთობლივ მიზანს. წინასწარ დიდი მადლობა ყველა მოსულ გულშემატკივარს და მაქვს იმედი რომ ტრიბუნებზე სიტუაცია საფეხბურთო გულშემატკივრობის კარგ პრეცენდენტს შექმნის".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით