ჩერიშევს დოპინგ პრობლემა აქვს

9-09-2018, 15:43

რუსეთის ეროვნული ნაკრებისა და "ვალენსიას" შემტევ დენის ჩერიშევს დიდი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, რუს ფეხბურთელს დოპინგ პრობლემები აქვს. წყაროს ცნობით, მის ორგანიზმში მან აკრძალული პრეპარატები მიიღო.

როგორც მოთამაშის მამამ პრესას განუცხადა, დენისი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ ზრდის ჰორმონებს იღებდა ტრავმიდან მალევე დასაბრუნებლად და წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ ეს აკრძალული იყო.

შეგახსენებთ, რომ ჩერიშევს მთელი კარიერა ესპანეთში აქვს გატარებული. იგი "რეალის", "ვილიარეალისა" და "ვალენსიას" ღირსებას იცავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით