ტერი შესაძლოა ანანიძის გუნდელი გახდეს

9-09-2018, 16:27

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული კაპიტანი, ჯონ ტერი კარიერას რუსეთში განაგრძობს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Goal იუწყება.

როგორც ცნობილია, 37 წლის ცენტრალური მცველის დამატება მოსკოვის "სპარტაკს" უნდა. კლუბი ფეხბურთელთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

ტერი გასულ სეზონში ჩემპიონშიფის ბინადარ "ასტონ ვილას" ღირსებას იცავდა, სადაც იგი გუნდის კაპიტანიც გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ტერის კარიერის უმეტესი ნაწილი ლონდონის "ჩელსიში" აქვს გატარებული, საიდანაც 18 სეზონის შემდგომ, 2017 წელს "ასტონ ვილაში" გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით