ქვილითაია: "ჩვენ კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი"

9-09-2018, 17:22

მოგეხსენებათ, ლატვიასთან გასამართ მატჩის წინა ვარჯიშზე, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ კოჭი მოიტეხა.

ცნობილია, რომ ქვილითაია სამკურნალოდ ბელგიაში წავიდა. ჯერჯერობით, უცნობია, როდის შეეძლება მოედანზე დაბრუმნება.

ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმის შემდეგ სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა.

"ესეც გაივლის",-წერს საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე და გულშემატკივარს მადლობას უხდის.

"არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა საკუთარ ქვეყანაში ასე განიცდიან შენს გასაჭირს და ასე ახლოს მიაქვთ გულთან! უღრმესი მადლობა ყველას და მადლობა, რომ გჯერათ ჩემი".

"ამხელა სიყვარულის მერე მე არ მაქვს დანებების უფლება და არც დავნებდები. ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი.







კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით