"ეროვნული ძალა" დღეს აქციას გეგმავს

9-09-2018, 17:58

"ეროვნული ძალა" დინამო არენასთან აქციას გეგმავს. ამის შესახებ მათ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ, ქართველი ახალგაზრდები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ღვთისა და ერის წინაშე, ამიტომ ვერ და არ დავუშვებთ მამათმავლობის სიმბოლოს, ლგბტ სამკლაურებით მსვლელობას "დინამოს" სტადიონზე. მავანს სურს წარმოაჩინოს რომ ქართველი ახალგაზრდობა, მომავალი თაობა არის რწმენა დაკარგული, ათეისტი, მამათმავლობის-სოდომის ცოდვის მომხრე, ნარკოტიკებით გაბრუებული თაობა, რომლისთვისაც ქრისტიანული მორალი და ქართული ტრადიციები მიუღებელია, არადა პირიქითაა-ჩვენი თაობის უდიდესი ნაწილი აღზრდილია ქრისტიანული მორალის ოჯახებში და ამიტომ ნამდვილი, პატრიოტი ახალგაზრდობა გმობს მამათმავლობის და ნარკოტიკების პროპაგანდას და თავს თვლის მართლმადიდებლური რწმენის და ეკლესიის შვილად, მართლმადიდებლური რელიგიის მიხედვით კი, მამათმავლობა უდიდესი ცოდვაა და არა სასურველი მოვლენა. ჩვენთვის ფეხბურთელი კაშია არ წარმოადგენს ინტერესის საგანს, ის ბრმა იარაღია ლგბტ ორგანიზაციების ხელში, ამიტომ ჩვენი ბრძოლის ობიექტი-მამათმავლობის, სოდომის ცოდვის პროპაგანდაა და არა ამ ცოდვას აყოლილი, ძე შეცდენილი გურამ კაშია. 9 სექტემბერს ლგბტ ორგანიზაციები და სხვადასხვა პროვოკატორი ჯგუფები ცდილობენ მამათმავლობის სიმბოლოს-ლგბტ სამკლაურით მასობრივად, დემონსტრაციულად შევიდნენ სტადიონზე და მოაწყონ გეი-აქცია,ეს ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას.  სტუდენტები და ახალგაზრდები ვიქნებით წინა ხაზზე,რათა ჩვენს თავზე  ავიღოთ მამათმავლების ლგბტ სამკლაურების აქციის არჩატარება. ვიკრიბებით 9 სექტემბერს 18 საათზე დინამოს სტადიონის შესასვლელთან, სადაც ჩავატარებთ ანტი-ლგბტ აქციას და შემდეგ ეროვნული დროშებით შევალთ სტადიონზე და უგულშემატკივრებთ ჩვენს ნაკრებს!!!ნუ დარჩებით სახლში და ერთად დავდგეთ ქართველი ერის ზნეობრივი ტრადიციების დასაცავად !!!" - ნათქვამია წერილში.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით