პოგბა დილემის წინაშე

6-10-2018, 17:41

გავლენიანი "Times"-ის მტკიცებით, რამდენიმე კვირის წინ, პრემიერ ლიგაში მოასპარეზე "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელ მწვრთნელს გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, პოლ პოგბასთან შელაპარაკება მოუვიდა.

შელაპარაკების მიზეზი პოგბას მიერ მოუს საფეხბურთო ტაქტიკის გაკრიტიკება გახდა. ექსტრაორდინალურმა თავკაცმა ფრანგს პასუხი არ დაუყოვნა და მისი კაპიტნის სამკლაური "წითელი ეშმაკების" სხვა ფეხბურთელს გადაულოცა.

"სიმართლე ის არის, რომ ეს გადაწყვეტილება არავის საუბრის გამო არ მიმიღია. ის სათადარიგო კაპიტანი იქნება და ამაში პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ".

"მე მწვრთნელი ვარ და ვალდებული ვარ ისეთი გადაწყვეტილებები, მივიღო რაც გუნდს წაადგება. ასე და ამგვარად, არაფრის ახსნას არ ვაპირებ", - განუცხადა "ემიუს" თავკაცმა ჟურნალსიტებს.

აზრს მოკლებული არ არის ის მოსაზრებაც, რომ ამ უკანასკნელმა პოლი "ბარსაში" გადაბარგების ან ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნების სურვილის გამო დასაჯა. აქედან გამომდინარე ვხვდებით, რომ გუნდის ლიდერისა და მწვრთნელის დაპირისპირება დიდ განხეთქილებას გამოიწვევს, ეს შუღლი კი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" წისქვილზე დაასხავს წყალს.

ცნობისთვის, "კამპ ნოუს" ბინადართა მესვეურები ფრანგი ნახევარმცველის ტრასნფერით ჯერ კიდევ მაშინ ინტერესდებოდნენ, როდესაც ის ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა და მზად იყვნენ მასში კოლოსალური თანხები გადაეხადათ.

ასე და ამგვარად, კატალონიელთა ფანებს ისღა დარჩენიათ, რომ პორტუგალიელ მწვრთნელზე განაწყენებული პოგბას გადაწყვეტილებას დაელოდნონ. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით