გურამ კაშია მატჩის შემდეგ: "წარმატებისკენ ორი ნაბიჯი გადავდგით"

9-09-2018, 23:12

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს ლატვიას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში იმარჯვა, ანგარიშით 1-0. გოლი კი თორნიკე ოქრიაშვილის ანგარიშზეა. ამ გამარჯვების შემდგემ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი გაიმყარა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ.

"ყველა კმაყოფილი უნდა ვიყოთ. ძალიან კარგია, რომ ორ თამაშში 6 ქულა ავიღეთ. ჩვენ ამ ორი მოგებით წარმატებისკენ ორი ნაბიჯი გადავდგით," - განაცხადა გურამმა ჯურნალისტებთან ინტერვიუში.

აქვე შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ნაკრები 13 ოქტრომბერს სახლში მიიღებს ანდორას ნაკრებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით