პრეზიდენტს "ნაპოლის" სტადიონი არ მოსწონს

11-09-2018, 17:25

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, იტალიურ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მატჩების ჩატარება ნეაპოლის გარეთაც შესაძლებელია. დე ლაურენტისს თავისი კლუბის საშინაო სტადიონი არ მოსწონს.
 
"სან-პაოლო კოშმარია. ასეთი სტადიონი ნეგატიური მომენტია, რომელიც ევროარენაზე განვითარებას აფერხებს. ეს მომბეზრდა. უბრალოდ ახალი სტადიონის აშენებას დავიწყებ, ამას ორი წელი სჭირდება. საკუთარ ფულს ჩავდებ, ვერავინ ვერაფერს მეტყვის, სტადიონს ჩემს მფლობელობაში არსებულ მიწაზე ავაშენებ".
 
"უეფაში საშინაო მატჩების ქალაქ ბარიში ჩატარების შესახებ მოთხოვნა უკვე გავუგზავნე. ათასობით ავტობუსს ვიქირავებ, რათა გულშემატკივრებს მატჩზე დასწრების საშუალება ჰქონდეთ. პირველად ამ სტადიონზე ყოფნისას მივხვდი, რომ ეს საჭირო ადგილია. ეს არც ისე დიდი სტადიონია, თუმცა 1959 წელს აშენებულ სან-პაოლოზე უკეთესია",-ციტირებს ლაურენტისს Football-Italia.
 
აღსანიშნავია, რომ დე ლაურენტისმა აქამდე სწორედ საფეხბურთო კლუბი ბარი შეიძინა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო კლუბი სერია D-ში დაგვეითდა. ბარის სტადიონი სან-ნიკოლა 1990 წელსაა აშენებული და 58 248 მაყურებელს იტევს. სან-პაოლოს ტევადობა კი 60 240-ს შეადგენს.
 
ბარი ნეაპოლიდან 260 კილომეტრში მდებარეობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით