უეფაში ახალი ტურნირი დააანონსეს

11-09-2018, 19:02

2021/22 წლების სეზონიდან უეფა ახალი საკლუბო ტურნირის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ უეფას ტურნირების კომიტეტის უფროსმა, ანდრეა ანიელიმ ისაუბრა.

"სამ წელიწადში ახალი ტურნირი დაიწყება, რომელშიც 96 კლუბი მიიღებს მონაწილეობას."

"ჯერ-ჯერობით, სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მატჩების გამართვის კალენდარი და სხვა დეტალები, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი." - განაცხადა ანიელიმ.

როგორც ევროპული პრესა ვარაუდობს, ზემოხსენებული გათამაშება იქნება თასების თასის მსგავსი ტურნირი, რომელსაც უეფა 1960-1999 წლებში მართავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით