ჟოეჟინიო: "ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი მომენტია"

11-09-2018, 21:16

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "ჩელსის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ Goal.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერაში უმნიშვნელოვანეს მომენტს მიაღწია.

ჟორჟინიომ გადამწყევეტი გოლი გაიტანა გასულ კვირას პოლონეთთან თამაშისას. მოპოვებული ქულა უმნიშვნელოვანესი იყო მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.

"ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მიდგას კარიერაში, განსაკუთრებით თუ ჩემს ასაკს გავითვალისწინებთ".

"სრული დატვირთვით ვმუშაობ იმისთვის, რომ ნდობას ვიმსახურებდე, იმ ნდობას, რომელსაც ვგრძნობ ჩემი გუნდისა და გულშემატკივრებისგა. გადამწყვეტ მომენტში ვითხოვე პენალტის დარტყმა ჩემთვის მოენდოთ, მენდნენ და მეც გოლი გავიტანე, ეს ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი მომენტი იყო".

"მაქვს ბევრი სამუშაო იმაზე, რომ მინდორზე მეტად მქონდეს ბურთთან შეხება და შემეძლოს თამაშზე კონტროლის აღება",-განაცხადა ფეხბურთელმა.

27 წლის  ფეხბურთელი იტალიის ეროვნულ ნაკრებში 2016 წლიდან თამაშობს და იგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ჩელსმა" "ნაპოლისაგან"  57 მილიონ ევროდ შეისყიდა.






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით