• 22-08-2023
    ოფიციალურად: "ჩელსიმ" ლუის ჰოლი "ნიუკასლში" გაანათხოვრა
    ოფიციალურად: "ჩელსიმ" ლუის ჰოლი "ნიუკასლში" გაანათხოვრა

    "ნიუკასლ იუნაიტედმა" ლონდონის "ჩელსიდან" 18 წლის მარცხენა მცველის, ლევის ჰოლის ერთსეზონიანი იჯარით დამატება ოფიციალურად დაადასტურა.

    გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, "კაჭკაჭებს" ინგლისელი ფლანგელის გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრებათ. ბრიტანული პრესა ირწმუნება, რომ ჰოლის გამოსყიდვა "ჯორდებს" 30 მილიონ ფუნტად მოუწევთ.

    ჰოლი, რომელიც "ნიუკასლის" მეხუთე ახალწვეულია მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, გუნდში 20-ნომრიან მაისურს მოირგებს.

    "ძალიან ამაყი ვარ. მე და ჩემი ოჯახი "ნიუკასლს" ვგულშემატკივრობთ. ეს დიდი კლუბია და ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები ჩემს საქმეს.

    გასულ სეზონში ნათამაშებმა რამდენიმე დიდმა მატჩმა უზარმაზარი გამოცდილება შემძინა. მეამაყება ის პროგრესი, რაც განვიცადე როგორც ფეხბურთელმა და როგორც პიროვნებამ. ჩემთვის დიდი პატივია იმ გუნდის მაისურის მორგება, რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობ," - თქვა ჰოლმა.

    შეგახსენებთ, რომ ჰოლმა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები