ლორიამ "კრილია სოვეტოვისთან" კონტრაქტი გაწყვიტა

12-09-2018, 19:39

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ რუსული "კრილია სოვეტოვის" რიგებში აღარ იქენბა.
 
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამარული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს სადაც წერია, რომ მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
 
გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვს" 2015 წელს შეუერთდა, გასულ სეზონში კი იჯარის წესით "ანჟიში" ითამაშა.

რუსული კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი მეკარე დღეს გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მივიდა და თანაგუნდელებს გულთბილად დაემშვიდობა.
 
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 32 წლის მეკარეს უთამაშებლობის პრობლემა ჰქონდა. ერთა ლიგის საწყის 2 ტურს იგი სათამაშო პრაქტიკის გარეშე შეხვდა, თუმცა ვლადიმირ ვაისმა ნაკრების კარი მაინც მას ანდო.
 
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
22 სექტემბერი
-
22 სექტემბერი
-
22 სექტემბერი
-
მოგებული

ცხრილები

დაგვიმეგობრდით