ლიგის ფინალი შესაძლოა ნიუ-იორკში გაიმართოს

12-09-2018, 22:13

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონიდან მოყოლებული ლა ლიგის გათამაშების რამდენიმე შეხვედრა ამერიკის კონტინენტზე გაიმართება. დღეს კი კულუარებში კიდევ ერთი სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა.

ესპანური გამოცემა Mediapro-ს ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო აპირებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამერიკის კონტინენტზე ჩაატაროს.

კერძოდ, უეფა გეგმავს, რომ 2020/21 წლების სეზონის ფინალი ნიუ-იორკში ჩატარდეს. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდის "ატლეტიკოს" სტადიონზე გაიმართება. 2020 წელს კი ფინალს სტამბულში ჩაატარებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით