უმძიმესი შემთხვევა, რა დაემართა პრემიერლიგის ვარსკვლავს მოედანზე

12-09-2018, 22:56

გუშინ დასრულდა ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩები. სამწუხაროა, რომ სანაკრებო პაუზას დანაკარგების გარეშე არ ჩაუვლია.

კერძოდ, ლონდონის "ტოტენჰემმა" ხსენებული პაუზის დროს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, დელე ალი დაკარგა. 22 წლის ნახევარმცველმა ტრავმის გამო შვეიცარიასტან ამხანაგური მატჩი გამოტოვა და საეჭვოა, რომ შაბათს "ლივერპულის" წინააღმდეგ შეძლოს მინდორზე გამოსვლა.

კიდევ უფრო მძიმე ტრავმა მიიღო მანჩესტერ "იუნაიტედის" ახალგაზრდა მარცხენა მცველმა, ლუკ შოუმ.

23 წლის ფეხბურთელი ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის დროს დაშავდა. იგი დანი კარვახალთან შევიდა ორთაბრძოლაში, რის გამოც მძიმე დაზიანება მიიღო და უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება მწვანე მინდორს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით