ლორია: "კლუბის დატოვება არ მსურდა"

13-09-2018, 15:01

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვის" რიგებში აღარ ირიცხება. ამის შესახებ ინფორმაცია სამარული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გუშინ გაავრცელა.
 
32 წლის გოლქიფერმა "კრილია სოვეტოვის" პრეს სამსახურთან აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და რუს გულშემატკივარს დიდი მადლობა გადაუხადა.

"უნდა ვაღიარო, კლუბის დატოვება არ მინდოდა, ვწუხვარ იმაზეც, რომ ამის გაკეთება ასეთ დროს მიწევს".

"მინდა უღრმესი მადლობა გადავუადო ყველა სამარელ გულშემატკივარს და რა თქმა უნდა, მთლიანად "კრილია სტოვეტოვს". ორი წელი ვითამაშე ამ გუნდში და ვიცხოვრე სამარაში, აქ ყველაფერს ძალიან შევეჩვიე, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფრი ასე დასრულდა".

"ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა გულშემატკივართან, მათგან ყოველთვის ვგრძნობდი სიყვარულს, ნდობას და დიდ მხარდაჭერას. მადლობა კლუბს, ფეხბურთელებს და ყველას, ვინც "კრილია სოვეტოვს" მხარს უჭერს",-განაცხადა ლორიამ
 
შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" 2015 წლიდან ირიცხებოდა, გასული სეზონი კი იჯარით მახაჩყალის "ანჟიში" გაატარა.



  • Joe Hart
  • 13 სექტემბერი 2018 18:43
და ეხლა სად მიდიხარ?

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით