ჩერიშევს 4 წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

13-09-2018, 15:06

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ეროვნული ნაკრებისა და "ვალენსიას" ნახევარმცველი, დენის ჩერიშევი დოპინგის გამოყენებაში ამხილეს.
 
დენის ჩერიშევმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავი 4 გატანილი გოლით გამოიჩინა და თავისი გუნდის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად გვევლინებოდა.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის შემდეგ დენის ჩერიშევის მამამ საჯაროდ განაცხადა, რომ მისი შვილი მსოფლიო ჩემპიონატამდე სიმაღლეში ზრდის ჰორმონებს აბების სახით იყენებდა.

მამამისის განცხადების შემდეგ მსოფლიოს ანტი-დოპინგის სამსახურმა გამოძიება დაიწყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
 
აღმოჩნდა, რომ სიმაღლეში ზრდილის ჰორმონების მიღება ყოველგვარი დანამატების გარეშე არის დაუშვებელი და არ არის გამორიცხული, რომ რუსმა მოთამაშეს მოედანზე გამოსვლა 4 წლით აეკრძალოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით