ანდრე სილვას "სევილია" ნებისმიერ ფასად გამოისყიდის

13-09-2018, 15:20

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "სევილიას" ანდრე სილვას გამოსყიდვა სურს.

ამის შესახებ თავად  კლუბის დირექტორმა ხოაკინ კაპაროსმა განაცხადა. კლუბი  "მილანის" შემტევის გამოსყიდვას აუცილებლად აპირებს.

"ჩვენ ვფლობთ გამოსყიდვის უფლება და აუცილებლად გამოვიყენებთ მას. მნიშვნელობა არ აქვს რამდენს გადავიხდით, ყველაფერი სილვას თამაშზეა დამოკიდებული",-განაცხადა კაპარონმა.

წინასასეზონო პერიოდში ესპანურმა კლუბმა 22 წლის მოთამაშე გამოსყიდვის უფლებით იჯარით აიყვანა. პრიმერას სამ მატჩში პორტუგალიელმა უკვე სამი გოლი გაიტანა.
 
აქამდე ცნობილი გახდა, რომ სევილია სილვას იჯარაში 5 მილიონ ევროს გადაიხდიდა, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს.
 
2017 წლის ზაფხულს ანდრე  "პორტუდან"  "მილანში 38 მილიონ ევროდ გადავიდა.

სერია ა-ს 24 მატჩში ითამაშა და აქედან მხოლოდ  2 გოლის გატანა შეძლო. ევროპა ლიგის 14 შეხვედრაში კი მის ანგარიშზე 8 გოლია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით